Stop Russia

ტაბულას პროდიუსერი საქალაქო სასამართლოში გადაჰყავთ

საპატრულო პოლიციის საგამოძიებო შენობიდან ტაბულას გენერალური პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაჰყავთ. ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, მაჭავარიანი სრულიად უკანონოდ არის დაკავებული. 

მთავრობის კანცელარიასთან ტაბულას გენერალური პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი დღეს, 18 ივლისს დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას განუცხადეს, ლექსო მაჭავარიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, 173-ე მუხლის საფუძველზე, პოლიციისთვის წინააღდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებამდე ლექსო მაჭავარიანსა და აქციის სხვა ორგანიზატორებს სთხოვდნენ, ტერიტორიიდან გაეყვანათ მანქანა, რომელიც აქციისთვის საჭირო აპარატურით იყო დატვირთული. პოლიციელები არ ხსნიდნენ, რის საფუძველზე ითხოვდნენ მანქანის გაყვანას.

კომენტარები