საოკუპაციო ხაზი

ბერძენიშვილი: BP-ს ოკუპირებულ მონაკვეთზე წვდომა 7 წელი არ ჰქონდა

...სერიოზული შეცდომა მოუვიდა ბევრს, მათ შორის ჩვენ ოპონენტებს ნაციონალური მოძრაობიდან, როდესაც გაავრცელეს ეს ინფორმაცია, მედიაშიც იყო ეს ხარვეზები, რომ ბაქო-სუფსის 1600-მეტრიანი მონაკვეთი 10-11 ივლისს მოექცა ოკუპირებული ზოლის შიგნით. ასე არ არის. 7 წელიწადი აგვისტოს ომის შემდეგ, BP-ს არ აქვს წვდომა ამ მონაკვეთზე. ისინი ამას კი არ მალავენ. ეს იყო ოკუპირებული ტერიტორიაზე, ამას ამბობს ჩვენი კანონი და ეს იცის ყველამ...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ბერძენიშვილი საოკუპაციო ზოლთან „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების გადმოწევის შესახებ, ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციაში.

კომენტარები