ოკუპირებული ტერიტორიები

ზაქარეიშვილი: დიდება უფალს, რომ ხელისუფლებაში არ არის ნაციონალური მოძრაობა

მეშვიდე წელია, რაც ხდება ეს ყველაფერი და დიდება უფალს, რომ დღეს ხელისუფლებაში არ არის ნაციონალური მოძრაობა. თორემ დღეს არ ვიცი, თბილისში რა შეიძლება მომხდარიყო. ის, რაც ხედებოდა 2008 წლის აგვისტოში, როდესაც თბილსის მოსახლეობის ნაწილი იყო სომხეთის საზღვარზე, ნაწილი აზერბაიჯანის საზღვარზე, ნაწილი თურქეთის საზღვარზე, ვისაც სადაც მიესწრებოდა ნაციონალური მოძრაობიდან, იქ იყვნენ გახიზნულები. მაშინ ეკა ზღულაძე გვამშვიდებდა, ნუ გეშინიათ, რუსულმა ტანკებმა ორჭოსანთან გადაუხვიესო, ეს სწორედ ის ორჭოსანია, რომელიც მაშინ ხელისუფლებამ ჩააბარა რუსეთს. და დღეს ცხვირწინ დაგვიყენეს რუსებმა პროვოკაციის მიზნით იგივე ბანერი, რომელიც არის სწორედ იმ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განლაგებული, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ შემოუფარგლა, აჩუქა და გადააბარა რუსეთს კანონით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, სადაც წერია მკაფიოდ და ცალსახად, რომ ოკუპირებული ტერიტორიებია ის, რომელიც იყო ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორია. შესაბამისად, ჩვენს ხელსუფლებას ერთი მტკაველი მიწა არ დაუკარგავს ჯერ, ერთ კაცი არ დაგვიკარგავს ცოცხალი, ერთი დევნილი არ გვყავს, ერთი სოფელი, ერთი ქალაქი არ დაგვიკარგავს.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითებში პაატა ზაქარეიშვილი, საოკუპაციო ზოლთან „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების გადმოწევის შესახებ, ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციაში.

კომენტარები