მცოცავი ოკუპაცია

ზაქარეიშვილი: დროშა კი არა, ტანკები გამოვიდნენ იქიდან, გაიხსენეთ?!

ეს დროშა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დადგმული იყო. ეს, რა თქმა უნდა, ქართველი პატრიოტი მოქალაქეების დადგმული დროშაა. მაგრამ დროშა კი არა, ტანკები გამოვიდნენ იქიდან, გაიხსენეთ?! ეს ის დროშაა, რომელიც გამოვიდა ცხინვალიდან. ეს ის დროშაა. ანუ ეს ისაა, ეს ის დროშებია, რის გამოც ჩვენ ვერ ვახორციელებთ იმ პოლიტიკას, რასაც ვახორციელებდით 2008 წლამდე. პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, არის ის ხელისუფლება, რომელმაც ეს დაუშვა და რომელმაც ჩაწერა, რომ ეს არის ოკუპირებული ტერიტორია და იქ ჩვენ არაფერი გვესაქმება. (სტილი დაცულია)

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საოკუპაციო ხაზიდან რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს დროშის მოხსნაზე.

კომენტარები