ოკუპირებული ტერიტორიები

წულუკიანი: ბატონი პაატა მეც მაბრაზებს ხანდახან და მეც ვაბრაზებ ხოლმე

ბატონი პაატა, ახლა არ მინდა მისი ადვოკატი გამოვიდე, მაგრამ მეც მაბრაზებს ხანდახან და მეც ვაბრაზებ ხოლმე ბატონ პაატას, მაგრამ ბატონი პაატა ძალიან ბევრს მუშაობს სწორედ აფხაზებთან ნდობის აღდგენის კუთხით. ის, მისი სამინისტრო და ჩემი სამინისტრო და ამათი ყველას ხელმძღვანელი, მომლაპარაკებელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი დონდუა, ჟენევაში დადიან და აფხაზებთან ერთად, სადაც რუსიც ზის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მასთან გვქონდა ჩვენ ომი, მხარეა, აფხაზებთან და ოსებთან ცდილობენ კავშირების გაბმას. აი ნახეთ, დადგება ეს დრო და დეოკუპაცია დაიწყო, ჩვენ ხომ მარტო ტერიტორიები არ გვაქვს იქით, ჩვენ იქით გვყავს ხალხი. თუ ამ ხალხმა ერთხელ თქვა, რომ შენთან არ მინდა, რას ვიზამთ, არ შეიძლება ამის დაშვება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, palitratv-ს გადაცემა პროვოკატორში სტუმრობისას

კომენტარები