საბერძნეთის კრიზისი

ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები საბერძნეთის საკითხზე კვირას იმსჯელებენ

Reuters

საბერძნეთის კრიზისის შესახებ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები კვირას იმსჯელებენ. სწორედ ამ დღეს უნდა განხილონ საბერძნეთის მიერ წარმოდგენილი გეგმა. პრემიერმინისტრ ალექსის ციპრასის შემუშავებული გეგმის მიხედვით, საგარეო ვალის გასასტუმრებლად, ქვეყანა გადასახადების დონეს აწევს, რათა ბიუჯეტში მეტი თანხის მობილიზება შეძლოს. ამავდროულად საბერძნეთი საპენსიო ფონდებში არსებული თანხის შემცირებასაც გეგმავს. ამის შედეგად ბერძენი პენსიონერები მეცამეტე და მეთოთხმეტე პენსიებს ვეღარ მიიღებენ.

ამ რეფორმების სანაცვლოდ, საბერძნეთის პრემიერმინისტრი  ალექსის ციპრასი ევროპისგან ახალი ვალის აღებას ვარაუდობს. მმართველი პარტია ევროპისგან დამატებით 53 მილიარდ ევროს მოითხოვს.

გუშინ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტმა კრისტი ლაგარდმაც განაცხადა, რომ ახალი დახმარების პაკეტის გარეშე ნაკლებად სავარაუდოა, საბერძნეთმა ვალების გადახდა შეძლოს.

კომენტარები