ნედლეული

ჩინური საფონდო ბირჟის ვარდნის გამო ნავთობის ფასები შემცირდა

Sofia Ordonez / CNN

ჩინური საფონდო ბირჟის $3.5-ტრილიონიანმა ვარდნამ ნედლეულზე ფასების კლება გამოიწვია. დღეს, 9 ივლისს, ნედლი ნავთობის WTI-ის ფასი ბარელზე $51 დოლარამდე შემცირდა, ერთი თვის წინ ნავთობი დაახლოებით $63 ღირდა. ნავთობზე ფასების კლება მსოფლიოს 1 მილიარდი ავტომფლობელისთვის კარგ სიახლეს წარმოადგენს. 

ჩინეთში მიმდინარე მოვლენების გამო ფასები სხვა ნედნეულზეც შემცირდა, სპილენძის ფასები ექვსი წლის მინიმუმზე დავიდა, ნიკელის ფასები კი 8 ივლისს 5%-ით შემცირდა. ნავთობზე ფასების კლება ჩინური ბაზრების ვარდნასთან ერთად ევროზონის კრიზისმა გამოიწვია.

ჩინეთში მიმდინარე მოვლენები აქციების კიდევ უფრო დაცემის შემდეგ საბანკო კრიზისში შეიძლება გადაიზარდოს, რადგანაც მრავალი ტრეიდერი, ვინც აქციების ფასების ვარდნით ფინანსური ზარალი მიიღო, ვალად აღებული კაპიტალით ვაჭრობდა. რაც მომავალ თვეებში საბანკო კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს. 

საქართველო ნედლი ნავთობის ფასზე პირდაპირ დამოკიდებული არ არის, რადგანაც ქვეყანაში მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არ არსებობს, ამიტომაც მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ცვლილებები ქართულ ბაზარზე დაახლოებით ერთთვიანი პაუზის შემდეგ აისახება. 

 

კომენტარები