ბაგა-ბაღები

ენმ: რა გააკეთეს იმისთვის, რომ ამდენი ბავშვი ბაღის გარეთ არ დარჩენილიყო?

timer.ge

დღეს, საკრებულოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან შეხვედრაზე საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პრობლემებზე გაამახვილებენ ყურადღებას. ამასთან, შეხვედრაზე განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის ექვსი თვის საქმიანობის განხილვა იგეგმება. ანგარიშით სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე წარდგება.

„ბევრი კითხვა გვექნება, თუმცა, მთავარი კითხვა იქნება - რა გააკეთა ამ სამსახურმა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ იმისთვის, რომ ამდენი ბავშვი ბაღის გარეთ არ დარჩენილიყო და ჩვენი არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, ისინი ამ პრობლემას არ შეხვედროდნენ ასეთი მოუმზადებლები?" - განაცხადა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი ნადირაძემ.

საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია გუშინ დაიწყო. მშობლების ნაწილის განცხადებით, რამდენიმე წუთში ადგილები სრულად შეივსო.

 

კომენტარები