ელექტრომომარაგება

თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დღეს დროებით შეუწყდება

თელასის ინფორმაციით, დღეს დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს გამო ელექტრომომარაგება დროებით შემდეგ უბნებს შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღომის, ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, დიდგორის, გოძიაშვილის, სარაჯიშვილის, იასამნის, იოსელიანის, ახალშენის, ბალანჩივაძის, ჩაილურის და დოლიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილის მეურნეობის, მშვიდობის, უცნობის და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

- გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საქნავთობის დასახლების, ლილოს დასახლების, კახეთის გზატკეცილის და ნაკადულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II, V კვარტლების, ცხვედაძის, ტიციან ტაბიძის, რაზმაძის და აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, არალეთის, ახალდაბის, მოლითის, ბჟოლეთის, სიხარულიძის, გარიყულის, თიანაეთის, ძმები გარიშვილების, ჩაეგლის, სადმელის, კაკაბაძის, ველისციხის, გამყრელიძის, სამოცდამეცამეტე და ამირანაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის და მეველეს ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI და VIII მიკრორაიონების, ხერგიანის, მიქატაძის და ვართაგავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, მეორე ხეივნის, ხეივნის, გულიას და ვერცხლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაარბრიუკენის მოედნის, აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის, რომის, ჩერნიშევსკის და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილი მე-9 კილომეტრის, აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის, ბელიაშვილის, ლუბლიანას, მიხეილ ჭიაურელის, ჩაჩავას, სოხუმის და ზუგდიდის ქუჩების მაცხოვრებლებს.

თელასი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

კომენტარები