სასჯელაღსრულების სამინისტრო

სასჯელაღსრულება: წინასწარი მონაცემებით, ბრალდებულმა საპირფარეშოში თავი მოიკლა

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 7 ივლისს, 15:46 წუთზე სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების საპირფარეშოში, ბრალდებული გარდაცვლილი იპოვეს. სამინისტროს განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, 1980 წელს დაბადებულმა დ.თ.-მ თავი მოიკლა.

ბრალდებული 6-კაციან საკანში იყო განთავსებული. სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილი საპირფარეშოში თანასაკნელებმა ნახეს.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით. მიმდინარეობს სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზა.

"გარდაცვალების ფაქტი ეცნობა ბრალდებულის ოჯახის წევრებს. შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებმა" - აცხადებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

კომენტარები