სიღარიბე

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მოსახლეობის 50%-ი სიღარიბეში ცხოვრობს

facebook.com/GaribashviliOfficial

"ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ეს მდგომარეობა შევინარჩუნოთ - ამ მდგომარეობას ჰქვია სიღარიბე, 50% ჩვენი მოსახლეობის, სამწუხაროდ და ჩვენდა სამარცხვინოდ, ცხოვრობს სიღარიბეში, ასე გაგრძელება არ შეიძლება", - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ერთი წლის შედეგების პრეზენტაციაზე.

პრემიერის შეფასებით, სიღარიბის აღმოფხვრისთვის მეწარმოების განვითარება უნდა მოხდეს. ასევე, ქვეყანაში არცერთი გოჯი მიწა დაუმუშავებელი არ უნდა დარჩეს. 

საქსტატის მონაცემებით, საქართველოს ოფიციალური სიღარიბის მაჩვენებელი პრემიერის მიერ დასახელებულ 50%-ზე ოთხ-ნახევარჯერ ნაკლებია და 11%-ს შეადგენს. 

მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, რეგიონის ქვეყნებში ყველაზე მაღალი სიღარიბის მაჩვენებელი სომხეთშია და ის 32%-ს შეადგენს. აზერბაიჯანში კი ეს მაჩვენებელი საქართველოსთან შედარებით უფრო დაბალია და ის 5.3%-ს შეადგენს. 

 

კომენტარები