ვერეს ხეობა

აგულაშვილი: ვერეს ჭალაში, გმირთა მოედნის ჩათვლით, არაფერი არ უნდა ავაშენოთ

მიმაჩნია, რომ ვერეს ჭალაში, გმირთა მოედნის ჩათვლით, არაფერი არ უნდა ავაშენოთ. ვფიქრობ, ხომ არ ჯობს, რომ გმირთა მოედნის ქვეშ მდებარე­ გვირაბიც გავხსნათ? გასული საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც აქ ჯერ კიდევ ხიდი იყო, ვერე თავისუფლად უერთდებოდა მტკვარს. ახლა გმირთა მოედნამდე სულ თავისუფალი რომ გვქონდეს ხეობა, შესაძ­ლოა, სწორედ 900 მეტრ სიგ­რძეზე მდებარე გვირაბი ჩაიხერგოს. ამიტომ შეიძლება პარალელური სადინრების გაკეთებაზე მსჯელობა. შესაძლოა, გზა ისე გაკეთდეს, არ კვეთდეს მდინარეს და ერთ-ერთ ნაპირს მიუყვებოდეს. ასევე განიხილება რეკომენდაცია, გვირაბები მოიშალოს და მის ადგილას აიგოს ფართობიჯებიანი ხიდები. ჭალაში არაფერი არ უნდა აშენდეს. ეს ტერიტორია მდინარემ მოიპოვა თავისი არსებობისთვის და არ დათმობს. ამ ხეობაში რაც იყო, იმ სახლების­ აღდგენაც არ შეიძლება, არათუ ახლების აშენება.

 

გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.

კომენტარები