საბერძნეთის კრიზისი

ეგზითპოლების მიხედვით საბერძნეთის რეფერენდუმზე პასუხი არა ლიდერობს

Reuters

ეგზითპოლების შედეგებით საბერძნეთში რეფერენდუმზე 51%-ით პასუხი არა ლიდერობს. თითქმის იდენტურია ხუთი სხვადასხვა ორგანიზაციის ეგზითპოლების შედეგები. ჯერ-ჯერობით საბერძნეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხმების დათვლა არ დაუმთავრებია. მმართველი პარტია სირიზას სპიკერმა Reuters-თან საუბარში განაცხადა, რომ რეფერენდუმის შედეგბი პარტიას წინსვლისა და ეკონომიკური რეფორმების გაგრძელების საშუალებას მისცემს. 

რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით ხვალ ანგელა მერკელი და ფრანსუა ოლანდი შეხვედრას გამართავენ. საბერძნეთის კრედიტორები ბრიუსელში მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დაწყებისთვის ემზადებიან. 

რეფერენდუმის კითხვის სრული ტექსტი კი ასე გამოიყურებოდა: უნდა გაითვალისწინოს თუ არა საბერძნეთმა ევროკომისიის, ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ 25 ივნისს წამოყენებული ორნაწილიანი პროექტი? პირველი ნაწილი "რეფორმები მიმდინარე პროგრამის დასრულებისთვის და მის შემდეგ" და მეორე ნაწილის "ვალის მდგრადობის წინასწარი ანალიზი." 

პასუხები: არა/OXI, დიახ/NAI

არა პასუხის გამარჯვების შემთხვევაში საბერძნეთსა და მის კრედიტორებს ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბება, რაც ქვეყნის ევროზონიდან გამოსვლითაც შეიძლება დასრულდეს. საერთაშორისო ანალიტიკოსები უკვე მიანიშნებენ, რომ ''არას" გამარჯვების შემთხევვაში საბერძნეთის დეფოლტი და ქვეყნის ევროზონიდან გამოსვლა შეიძლება გარდაუვალი იყოს. საბერძნეთმა 30 ივნისისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის 1.6 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი არ გადაიხადა, რითიც ფონდის კლასიციკაციით ვადაგადაცილებული ვადის მდგომარეობაში აღმოჩნდა, რის გამოც ფონდი ქვეყანას დამატებით ფინანსურ დახმარებას ვალის დაბრუნებამდე აღარ გაუწევს. 

საბერძნეთში უკვე ერთი კვირაა ბანკები აღარ მუშაობენ, ქვეყანა ფინანსური კოლაფსის წინაშეა ამ დროისთვის უცნობია გაიხსნება თუ არა ორშაბათს ბანკები და ათენის ბირჟა. 

რეფერენდუმთან დაკავშირებით ორი დღის წინ ჩატარებულ კვლევებში დიახ პასუხი ლიდერობდა. პირველი კვლევის (Kapa Research) მიხედვით, მოსახლეობის 47% მხარს უჭერდა კრედიტორების მიერ წამოყენებულ გეგმას. 33% ეწინააღმდეგებოდა, 19%-ს კი არ ჰქონდა პასუხი გადაწყვეტილი. ერთი დღის შემდეგ ჩატარებული გამოკითხვის (Alco) მიხედვით კი, მოსახლეობის 57% კრედიტორების გეგმაზე თანახმა იყო, 29% წინააღმდეგი, 14%-ს კი საკუთარი პასუხი არ ჰქონდა გადაწყვეტილი.

ალექსის ციპრასი და მისი მმართველი გუნდი რეფერენდუმზე დიახ პასუხის შემთხვევაში გადადგომას და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას გეგმავს.

კომენტარები