საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა საექსპორტო გადაზიდვების ღირებულებას 20%-ით ამცირებს

Getty

საქართველოს რკინიგზის ცნობით, პირველი ივლისიდან ადგილობრივ და საექსპორტო გადაზიდვებზე ტარიფები 20%-ით შემცირდება. ტარიფის შემცირების გადაწყვეტილება საქართველოს რკინიგზამ ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლების და ქვეყნის ტვირთბრუნვის გაზრდის მიზნით მიიღო. ცვლილება ეხება როგორც ადგილობრივ, ასევე  ექსპორტის რეჟიმში მოქცეულ ყველა სახის მშრალი ტვირთის როგორც სავაგონო, ასევე საკონტეინერო გადაზიდვებს. 

წინა წელთან შედარებით 2015 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რკინიგზის გადაზიდვებმა 4%-ით იკკლო, წელს რკინიგზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 4.9 მილიონი ტონა შეადგინა. უფრო მეტად, 22%-ით არის შემცირებული საქართველოს რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. წელს პირველ კვარტალში საქართველოს რკინიგზით სულ 700 ათასმა მგზავრმა ისარგებლა. 

საქართველოს რკინიგზის მარკეტინგული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება სარკინიგზო გადაზიდვების მოცულობას გაზრდის.

 

კომენტარები