საბანკო ზედამხედველობის სამსახური

მეჭიაური: რაც ივანიშვილმა გააკეთა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა გააკეთონ

თამაზ მეჭიაური პარლამენტის სხდომაზე
მეორე არხი

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, სადაც ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის საკითხს განიხილავენ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურს ოპოზიცონერმა დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა მიმართა - "მინდა, ამ კოლიზიის არსი განმიმარტოთ. მთელი საერთაშორისო საზოგადოება, ქართული საზოგადოება, ბიზნესი, არასამთავრობო ორგანიზაციები ამის[საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის] წინააღმდეგ არიან განწყობილი და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი არის მომხრე". მეჭიაურის განმარტებით კი, იმისთვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აზრი გაითვალისწინონ, "იმის მეათედი უნდა ჰქონდეთ გაკეთებული, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ქვეყნისთვის". მეჭიაური აღნიშნული ინიციატივის ავტორია.

"თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში მარეგულირებლები გარეთაა საერთოდ. "ჩვენთან შეიძლება, ასე იყოს. თქვენთან არ შეიძლებაო" - ასეთი მიდგომა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან არ მგონია, სწორი იყოს. შეიძლება, მისი რომელიმე ჩინოვნიკის აზრი იყოს ასეთი. ასიც რომ იყოს ასეთი ჩინოვნიკი, ჯერ იმის მეათედი გააკეთონ ქვეყნისთვის, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა და ამის შემდეგ გავითვალისწინებ იმათ აზრს", - უპასუხა მეჭიაურმა წიკლაურს.

კომენტარები