სტიქია თბილისში

დაკარგული სამი ადამიანის მოსაძებნად მაშველებმა მტკვრის შემოწმება დაიწყეს

გოგა სულაძე

დაკარგული სამი ადამიანის მოსაძებნად მაშველებმა მტკვრის შემოწმება დაიწყეს. სამუშაოები დაგეგმილია მდინარის მთელ პერიმეტრზე. შესაბამისი თხოვნით თბილისმა აზერბაიჯანულ მხარესაც მიმართა. ზოოპარკში კი სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდა. ამ დრომდე გასაწმენდი რჩება ვოლიერების 20%. ჯერჯერობით დაკარგულად ითვლება ვეფხვი. ზოლიან აფთარს მაშველებმა გუშინ მიაგნეს. 

"ინტენსიური სამუშაოები გრძელდება მთელი მტკვრის პერიმეტრზე, როგორც თბილისში, ისე ქვემო ქართლში. ვარაუდი არის იმისა, რომ მიცვალებული შეიძლება იყოს მტკვარში გატანილი. ასევე არ არის გამორიცხული, იყოს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ამიტომ აზერბაიჯანელ კოლეგებს მივმართეთ უკვე ოფიცილურად, თუ იქ აღმოაჩენენ მიცვალებულს, მყისიერად გვაცნობონ", - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა.

13-14 ივნისის ღამის თბილისის სტიქიის შედეგად, 19 ადამიანი დაიღუპა, სამი კი, დაკარგულად ითვლება. გარდა ამისა, ერთი ადამიანი ზოოპარკიდან გაქცეულმა ვეფხვმა დაგლიჯა და ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

 

კომენტარები