სტიქია თბილისში

ბოკერია: სტიქიის დროს ელჩი თუ შვებულებაში გავიდა, ეს უპასუხისმგებლო ნაბიჯია

გიგა ბოკერია
ტაბულა

სტიქიის დროს აშშ-ში საქართველოს ელჩი თუ შვებულებაში გავიდა, ეს საქართველოს მთავრობაში არსებული უმძიმესი მდგომარეობის კიდევ ერთი დადასტურება იქნება, - ამის შესახებ ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. 

"თუ ეს ფაქტი დადასტურდა, რომელიც შეეხება საქართველოს ელჩს აშშ-ში, ეს არ არის მხოლოდ ამ ელჩის პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და მნიშვნელოვანი თანამდებობაა ძალიან. ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმ უმძიმესი ვითარებისა, რომელიც არის მთელს სახელმწიფო აპარატში, დადასტურება იმისა, რომ ივანიშვილის მთავრობას არ აქვს გაცნობიერებული რისთვის აირჩიეს, არ აქვს გაცნობიერებული ის, რომ ხელისუფლებაში ყოფნა საკუთარი საზოგადოების წინაშე ყოველდღიურ შრომას, პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას ნიშნავს. განსაკუთრებით, ესეთი განსაცდელის მომენტში, რომლის წინაშეც არის ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა ბოკერიამ. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, 14 ივნისს, როდესაც თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპულებს ჯერ კიდევ ეძებდნენ, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე შვებულებაში გავიდა და ნიაგარის ჩანჩქერზე დასასვენებლად გაემგზავრა.

დეპუტატმა მოუწოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნაციონალური მოძრაობისთვის მოწოდებული ეს ინფორმაცია სასწრაფოდ გადაამოწმოს და საზოგადოებას დაუდასტუროს ან უარყოს.

 

კომენტარები