ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი პასუხისგებაში მისცა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, BETEK- ის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტზე მოქალაქე დ. ნ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

"გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, სხვადასხვა დროს შეიძინა რამოდენიმე ათასი ერთეული „BETEK"- ის სასაქონლო ნიშნის მქონე ცარიელი ტომარა და ქ. ბათუმში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე საამქროში მის მიერ შეძენილი ტომრების გამოყენებით კუსტარულად დაამზადა „BETEK"-ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული დიდი ოდენობის წებო-ცემენტი. ამის შემდეგ, ბრალდებულმა მოახდინა ფალსიფიცირებული პროდუქციის რეალიზაცია ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში", - იუწყება საგამოძიებო სამსახური.

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება მიმდინარებოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

 

კომენტარები