ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ხილ-ბოსტნეულის 13 იმპორტიორი თაღლითობისთვის პასუხისგებაში მისცეს

is.ge

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა 12 პირი, ხოლო დანაშაულის ორგანიზატორი დააკავა.

გამოძიების ცნობით, გენადი ძირკვაძემ და ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით, დაარეგისტრირეს ათზე მეტი საწარმო.

"ბრალდებულები თურქეთიდან ახორციელებდნენ სხვადასხვა სახის ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს, რა დროსაც დამატებითი ღირებულების გადასახადის დეკლარაციებში ყალბი მონაცემების, ანუ არარსებული ჩასათვლელი თანხის დაფიქსირებით სისტემატურად იღებდნენ უკანონო სარგებელს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტს დანაშაულებრივი ქმედებით მიაყენეს 1 896 000 ლარის ზიანი. საქმეზე გრძელდება გამოძიება სსკ-ის 180-ე, 210-ე და 220-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით", - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

 

კომენტარები