ე.წ. კაბელების საქმე

პროკურორი: თავდებობა ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულების პირად ქცევაზე კონტროლს

სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა გაითვალისწინა იმ კუთხით, რომ დღესაც არსებობს ის რისკი და საფუძვლები, რომ ბრალდებულებმა შესაძლოა ჩაიდინონ დანაშაული, მოწმეეებზე მოახდინონ ზეგავლენა, ან არ გამოცხადდნენ სასამართლოში. თუმცა ჩათვალა რატომღაც, რომ პირადი თავდებობა უზრუნველყოფდა ბრალდებულების პირად ქცევაზე კონტროლს, რასაც არ ეთანხმება ბრალდების მხარე, ვინაიდან ჩვენ დღესაც მიგვაჩნია, რომ 10 000-ლარიანი გირაო უზრუნველყოფდა აღნიშნულ რისკებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ ვნახავთ განჩინებას და მივიღებთ გადაწყვეტილებას [გავასაჩივრებთ თუ არა სააპელაციო სასამართლოში].

 

პროკურორი ლევან ბაჩიაშვილი ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების თავდებობით გათავისუფლებაზე.

კომენტარები