სტიქია თბილისში

გომელაური: სავარაუდოდ, წნევით შეიტანა წყალდიდობამ ვეფხვი საწყობის სარდაფში

ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამ ეზოში არაერთხელ იყვნენ შესულები და მოწმდებოდა, ძალიან ბევრჯერ გადავამოწმეთ. ეს იყო საწყობი, დაკეტილი, რკინის კარით და გისოსებით. წყალი იდგა, ფიზიკურად ვერ შევიდოდნენ შიგნით, თუ პატრონი არ გააღებდა ამას. ვეფხვი თვითონ ვერ მოხვდებოდა შიგნით. თუმცა, წყალმა რომ დაიწია, აღმოჩნდა სარდაფი, სავარაუდოდ, წნევით ჰყავს შეყვანილი ვეფხვი წყალდიდობის დროს... როგორ მოხვდა შიგნით, მუშაობენ და ნახავენ, როგორ შევიდა - გარედან ვერ მოხვდებოდა ვერანაირად, ფანჯრებია გისოსებით და არის რკინის კარები.

 

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საგანგებო შტაბის სხდომაზე.

კომენტარები