სტიქია თბილისში

დაკარგული ცხოველების სამძებრო სამუშაოებში მონადირეთა ჯგუფები ჩაერთვებიან

ტაბულა

კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მინდია ჯანელიძის განცხადებით, ზოოპარკიდან დაკარგული ცხოველების სამძებრო სამუშაოებში მონადირეთა ჯგუფები ჩაერთვებიან. მისი თქმით, გრძელდება აქტიური მუშაობა, როგორც ზოოპარკის დასუფთავების, ისე ცხოველების ძებნის კუთხით. 

"ყველა სამსახური, რომელიც ჩართულია კრიზისის ლიკვიდაციაში, აკეთებს თავის მაქსიმუმს. როგორც ზოოპარკის დირექტორმა განაცხადა, მათ კიდევ დაკარგული ჰყავთ ერთი ვეფხვი და ერთი აფთარი. საძიებო ჯგუფები მთელი ქალაქის მასშტაბით მოძრაობენ და მიმდინარეობს ძიების სამუშაოები. ძალიან ბევრი გამოძახებაა და ყველა გამოძახებაზე არის რეაგირება. ჩვენ მონადირეების ჯგუფის ჩართვა გვაქვს ორგანიზებული საძიებო სამუშაოებში. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ამ ღონისძიებებს თავისი შედეგი მოჰყვება", - განაცხადა ჯანელიძემ.

ორი დღის წინ, თბილისის ზოოპარკიდან გაქცეულმა ვეფხვმა ადამიანი დაგლიჯა.

 

კომენტარები