სტიქია თბილისში

ჯანელიძე: მე არ ვარ კომპეტენტური იმაში - ვინ, რას, როგორ აღრიცხავს

რა თქმა უნდა, ეს აღრიცხული ინფორმაცია იყო, თუმცა მე არ ვიცი, მე არ ვარ კომპეტენტური იმაში - ვინ, რას, როგორ აღრიცხავს, შესაბამისად, მე ვიღებ ინფორმაციას კომპეტენტური სახელმწიფო უწყებებისგან და ზოოპარკი არის სახელმწიფო შპს. მე ვიღებ ინფორმაციას კომპეტენტური სახელმწიფო უწყებების თანამდებობების პირებისგან, რომელიც, ბუნებრივია, არის აღრიცხული. თუმცა როგორც ზოოპარკის დირექტორმა დღეს აღნიშნა თავის განმარტებაში, მისთვის არ იყო იმ მომენტისთვის ცნობილი, სამწუხაროდ, ასეთი ინფორმაციის მოწოდება მოხდა, შემდეგ დადასტურება მოხდა, რასაც ეს ტრაგედია მოყვა, ნამდვილად, ეს ადამიანური ტრაგედია მოყვა. რაც შეეხება კითხვას, პასუხისმგებლობის საკითხს, ამაზე როგორც პრემიერის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, დაწყებულია გამოძიება და ვინც არ უნდა იყოს პასუხისმგებელი პირი ამ ტრაგედიის გამოწვევაში, ყველა აგებს პასუხს.

 

კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე ვეფხვის მიერ ადამიანის დაგლეჯაზე, საგანგებო შტაბის გუშინდელ სხდომაზე.

კომენტარები