სტიქია თბილისში

შსს: შესაბამისი ქვედანაყოფები ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველებს კვლავაც ეძებენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შესაბამისი ქვედანაყოფები ამჟამადაც აგრძელებენ ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების სამძებრო ღონისძიებებს მთელი თბილისის მასშტაბით, - ამის შესახებ შს სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

შს სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ მტაცებლის თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქის საქმეზე გამოძიება დაწყებულია.

"მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ ცხოველები აღარ არიან ქალაქში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტიქიის ზონაში პატრულირება არ შეუწყვეტია. არაერთხელ შემოწმდა შენობა, სადაც ვეფხვი თავს დაესხა მოქალაქეს. შსს-ს წარმომადგენლებმა ვერ მოახერხეს შენობაში შესვლა, რადგან ეს შენობა არის გისოსებში და მისი რკინის კარი დაკეტილი იყო. მოქალაქე, რომელმაც გააღო აღნიშნული შენობის კარი და ერთ-ერთი პირველი შევიდა შენობაში, მტაცებელი ცხოველის მსხვერპლი გახდა. მასთან ერთად კიდევ ორი მოქალაქე იმყოფებოდა, რომლებმაც გაქცევა შეძლეს და სამართალდამცველებს შეატყობინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფები ამჟამადაც აგრძელებენ სამძებრო ღონისძიებებს მთელი თბილისის მასშტაბით. მომხდარზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს მთავარი პროკურატურა", - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები