სტიქია თბილისში

გომელაური ვეფხვის თავდასხმაზე: ალბათ მაინც ვერ გავექცეოდით ამ ფაქტს

გუშინ დამიკავშირდა ჩვენი განყოფილების ხელმძღვანელი და მკითხა, ხომ არ შეგვემსუბუქებინა პრევენციული ღონისძიებები ცხოველების ძებნასთან დაკავშირებით. მეთქი რატომ? მითხრა, რომ პირადად დირექტორის განცხადებით, აღარცერთი ცხოველი დაკარგული არ არის. ზოგი არის მკვდარი, ზოგი ცოცხალი და ვოლიერებში გადაყვანილი... ჩვენ მაინც დავტოვეთ რამდენიმე ჯგუფი და იყვნენ მობილიზებული... შემოდიოდა ინფორმაციები, სამძებრო ღონისძიებები გრძელდებოდა. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამ ეზოში არაეთხელ იყვნენ შესულები და მოწმდებოდა, ძალიან ბევრჯერ გადავამოწმეთ. ეს იყო საწყობი, დაკეტილი, რკინის კარით და გისოსებით. წყალი იდგა, ფიზიკურად ვერ შევიდოდნენ შიგნით, თუ პატრონი არ გააღებდა ამას. ვეფხვი თვითონ ვერ მოხვდებოდა შიგნით. თუმცა, წყალმა რომ დაიწია, აღმოჩნდა სარდაფი, სავარაუდოდ, წნევით ჰყავს შეყვანილი ვეფხვი წყალდიდობის დროს... როგორ მოხვდა შიგნით, მუშაობენ და ნახავენ, როგორ შევიდა - გარედან ვერ მოხვდებოდა ვერანაირად, ფანჯრებია გისოსებით და არის რკინის კარები. აქედან გამომდინარე, ამას გავექცეოდით თუ არა, ეს განცხადება რომ არ გაკეთებულიყო, ალბათ მაინც ვერ გავექცეოდით ამ ფაქტს. მუშები შევიდნენ დასალაგებლად საწყობის, რვა მუშა იყო წინასწარი ინფორმაციით, ერთ მუშაზე მოხდა თავდასხმა და ესენი გამოვიდნენ უკან. ჩვენ რომ შევედით, როგორც კი გვაცნობეს, ეს ადამიანი უკვე უგონოდ იყო.

 

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ვეფხვის მიერ ადამიანის დაგლეჯაზე.

კომენტარები