ეს არის აღმაშფოთებელი, საზარელი ფაქტი. ორი დღის წინ, დღის ბოლოს, როცა საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობდა, გავიმეორე ის ინფორმაცია, რომელიც მომაწოდა საგანგებო შტაბმა. შტაბი ეყრდნობოდა ზოოპარკის ადმინისტრაციას, რომ მტაცებელი ცხოველები აღარ იმყოფებოდნენ ქალაქში და საფრთხეს აღარ წარმოადგენდნენ მოსახლეობისთვის. ამის მიუხედავად, მე, რა თქმა უნდა, ძალიან შეწუხებულად ვგრძნობ თავს. მე მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია ეყრდნობოდა ზოოპარკის ადმინისტრაციას და წყარო იყო ზოოპარკის ადმინისტრაცია, თვითონ დირექტორი, რომელმაც არაერთხელ განუცხადა საგანგებო შტაბს, ასევე შსს-ს, რომ ეს ცხოველები აღარ იმყოფებოდნენ ზოოპარკის მიღმა.
tbl.ge/9ql
დაკოპირდა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვეფხვის მიერ მამაკაცის დაგლეჯაზე. ამასთან, გუშინ ზოოპარკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ ვეფხვს, ერთ დათვს და ერთ ზოლიან აფთარს ეძებდნენ.
ამავე თემაზე
- კალაძე: ასეთი უხვი ნალექი ბოლოს როდის იყო თბილისში, მე ნამდვილად არ მახსოვს
- ხაბეიშვილი: სანიაღვრე სისტემა ვერ ატარებს, იმიტომ რომ ყველგან კორპუსებს აკვეხებენ
- მძინარაშვილი: თბილისში კი არა, ლონდონშიც წვიმს
- "უხვმა ნალექმა ყველაზე დიდი პრობლემები გლდანის რაიონში შექმნა" – კალაძე
- ნარმანია: ვაკე- საბურთალოს გზაზე მოძრაობა სრულად სექტემბრის ბოლოსთვის აღდგება




