სტიქია თბილისში

ლაგუნა ვერესთან ვეფხვის თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

metro.us

ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვი მამაკაცს თავს დაესხა. მამაკაცი დაიღუპა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. შსს-ს ცნობით, მტაცებელი საწყობში იმალებოდა.

ცნობისთვის, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მინდია ჯანელიძის ინფორმაციით, ზოოპარკიდან დაკარგული ყველა ცხოველი ნაპოვნი იყო. ისინი თბილისის ზოოპარკს ეყრდნობოდნენ. თავად ზოოპარკი კი გუშინ აცხადებდა, რომ ეძებდნენ ვეფხვს, დათვსა და ზოლიან აფთარს, " ამაშია საქმე, რომ არ გვიპოვნია, არც ცოცხალი, არც მკვდარი. დანარჩენი ყველაფერი ვიპოვეთ".

ამასთან, თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია დაღუპული და გადარჩენილი ცხოველების ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაციას დღეს, 17:00 საათზე გაავრცელებს.

 

კომენტარები