სტიქია თბილისში

ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ლომს ეძებენ

metro.us

ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ლომს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ცხოველი, სავარაუდოდ, ადამიანს თავს დაესხა.

ტაბულა დაზუსტებულ ინფორმაციას უახლოეს წუთებში მოგაწვდით.

ამასთან, თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია დაღუპული და გადარჩენილი ცხოველების ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაციას დღეს, 17:00 საათზე გაავრცელებს.

ცნობისთვის, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მინდია ჯანელიძის ინფორმაციით, ზოოპარკიდან დაკარგული ყველა ცხოველი ნაპოვნი იყო. ისინი თბილისის ზოოპარკს ეყრდნობოდნენ. თავად ზოოპარკი კი გუშინ აცხადებდა, რომ ეძებდნენ ვეფხვს, დათვსა და ზოლიან აფთარს, " ამაშია საქმე, რომ არ გვიპოვნია, არც ცოცხალი, არც მკვდარი. დანარჩენი ყველაფერი ვიპოვეთ."

კომენტარები