სტიქია თბილისში

საგანგებო შტაბი: ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის გარდაცვლილია 19 ადამიანი

ტაბულა

საგანგებო შტაბის ინფორმაციით, 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისათვის გარდაცვლილია 19 ადამიანი, აქედან იდენტიფიცირებულია 17.

შტაბის ცნობით, მიმდინარეობს 2 ცხედრის იდენტიფიცირება. ერთი ნაპოვნია მზიურის ტერიტორიაზე, მეორე მდინარე მტკვარმა გამორიყა გარდაბნის რაიონში. ამასთანავე, ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისათვის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 6 ადამიანი.

კომენტარები