სტიქია თბილისში

კრიზისების მართვის საბჭო: ამ მომენტში პანიკის საფუძველი არ არსებობს

radiotavisupleba.ge

კრიზისების მართვის საბჭო მოუწოდებს მოსახლეობას, ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით პანიკას ნუ აჰყვება, რადგან საფუძველი აღნიშნულ მომენტში არ არის. საბჭო ასევე მიმართავს ავტომობილის მფლობელებს, თავი შეიკავონ გმირთა მოედნისა და ვაკე-საბურთალოს მიმართულებით მოძრაობისგან.

"სტიქიის შემდეგ საგანგებო შტაბში შემუშავებულ იქნა პრევენციული ღონისძიებების გეგმა, რომლის მიხედვითაც დღეს განხორციელდა გარკვეული ქმედებები. მას შემდეგ, რაც გარემოს დაცის სამინისტროდან შემოვიდა ინფორმაცია მდინარე ვერეს წყალშემკრებ აუზში ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ, მოხდა აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება სპეციალური სისტემის მეშვეობით, რის შემდეგაც იქნა მიღებული გადწყვეტილება პოტენციურად სახიფათო ზონებში გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოების შეჩერებისა და დროებით ფიზიკური ძალისა და ტექნიკის გამოყვანის შესახებ. ამინდის გამოსწორების შემდეგ სამუშაოები გაგრძელდება.

გვინდა, მოვუწოდოთ მოსახლეობას, ნუ აყვებიან პანიკას, რისი საფუძველიც აღნიშნულ მომენტში არ არის. სიტუაცია ექვემდებარება სრულად მონიტორინგსა და კონტროლს. ერთადერთი, გვინდა, ვთხოვოთ, ავტომობილის მფლობელებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი გმირთა მოედნის და თამარაშვილის - ე.წ. ვაკე-საბურთალოს მიმართულებით მოძრაობისგან",- აცხადებს კრიზისების მართვის საბჭო.

კომენტარები