სტიქია თბილისში

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია

reportiori.ge

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. დედაქალაქის ვიცემერის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ავტომობილები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ცალმხრივად უკვე მოძრაობენ. 

"მოძრაობა გახსნილია ასევე კოსტავას ქუჩის სამივე მიმართულებით, რომელიც მოდის თამარ მეფის ხიდიდან და მიდის საბურთალოს მიმართულებით. შემდგომში დაიტვირთვება სატრანპორტო კვანძის 80-90%. ესტაკადების გამოყენებაც შესაძლებელი იქნება", - განცხადა ქუმსიშვილმა. 

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის ლაშა ჯოხაძის ინფორმაციით კი, ეტაპობრივად დაიწყება გმირთა მოედნის ესტაკადის გახსნაც. 

 

კომენტარები