სტიქია თბილისში

მეტრა დეველოპმენტი სტიქიით დაზარალებულ ოჯახს ბინას გადასცემს

ტაბულა

კომპანია მეტრა დეველოპმენტი სტიქიით დაზარალებულ იმ ოჯახს, ვისი სახლიც აღდგენას არ ექვემდებარება, ბინას გადასცემს. სიის დამუშავება თბილისის მერიასთან შეთანხმებით მიმდინარეობს.

კომპანია გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს და აღნიშნავს, რომ "ერთად შევძლებთ მომხდარი სტიქიის უმძიმესი შედეგების დაძლევას".

13-14 ივნისის ღამეს 5-საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. სტიქიის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაკარგულად ითვლება. ნიაღვარმა თბილისის რამდენიმე უბანში ინფრასტრუქტურა მთლიანად გაანადგურა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია თბილისის ზოოპარკი და სავალი გზები. თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, რომელთა დიდი ნაწილის ლიკვიდაცია მოხდა.

კომენტარები