სტიქია თბილისში

მერია: დაზარალებულთა დასახმარებლად ნივთების შეგროვება გრძელდება

სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად თბილისის რაიონულ გამგეობებში გრძელდება სხვადასხვა ჰიგიენური და პირველადი მოხმარების ნივთების შეგროვება, - ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.

მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განსაკუთრებით დეფიციტურია მცირეწლოვანი ბავშვებისთვის საჭირო საფენები (4,5,6 ზომის), კბილის ჯაგრისები და პასტები, სარეცხი საშუალებები, შამპუნები, ტუალეტის ქაღალდი.

"დაზარალებულებს შორის არიან 2-7 და 10-15 წლამდე ბავშვები, რომელთაც არ აქვთ შესაბამისი ზომის სამოსი, ისეთი, როგორიც არის ტრუსები, მაისურები, ფეხსაცმელები და სხვა სახის ტანსაცმელი.

ასევე, საჭიროა ფეხსაცმელი 36-იდან 44 ზომის ჩათვლით. რაც შეეხება საკვებსა და წყალს, არსებული ინფორმაციით, მარაგშია დღენახევარი-ორი დღის საკვები პროდუქტები.
პირებს, ვისაც სურთ, დაეხმარონ სტიქიით დაზარალებულებს, შეუძლიათ, დაუკავშირდნენ თბილისის მერიის საკონტაქტო პირს, ლიკა ბურდულს ტელეფონზე 551 51 58 34", - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები