შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის დროს დაკარგულთა რიცხვი 24-დან 10-მდე შემცირდა. უწყების განცხადებით, პირები, რომლებიც დაკარგულად ითვლებოდნენ, საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.
ამ დროისთვის დაკარგულად 10 ადამიანი ითვლება.
13-14 ივნისის ღამის სტიქიის შედეგად, თბილისში სულ ცოტა 12 ადამიანი დაიღუპა. 5-საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. ნიაღვარმა თბილისის რამდენიმე უბანში ინფრასტრუქტურა მთლიანად გაანადგურა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია თბილისის ზოოპარკი და სავალი გზები. თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, რომელთა დიდი ნაწილის ლიკვიდაცია მოხდა.





