საზოგადოებას მინდა ვუთხრა იმ ხალხის განცდა, რომელთანაც ვიყავი. ძალიან მადლობლები არიან... არცერთი ოჯახი არ არის ღია ცის ქვეშ, ისინი არიან დაბინავებულები და მათ ყურადღება ექცევათ, მაგრამ გაკვეთილი არის კატასტროფული, ჩვენ ვნახეთ, რომ სტიქიამ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე წაიღო. ძალიან ნათელია დასკვნა - აღარ შეიძლება განვითარება პროფესიონალიზმის გარეშე, არ შეიძლება, რომ ჩვენ დღეს ყველა არ ვეკითხებოდეთ ამ დარგის სპეციალისტებს, ამ დარგის პროფესიონალებს, როგორ არათუ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან, არამედ, როგორ არ მოხდეს ეს არასდროს. არ შეიძლება, რომ ქალაქში, რაც არ უნდა დიდი წვიმა იყოს და ხევი ადიდდეს, ამდენი ადამიანი დავკარგოთ, და ამაზე პასუხი არ აქვს არცერთ პოლიტიკოსს, ამაზე პასუხი აქვთ ურბანული დაგეგმარების, არქიტექტურის, ქალაქდაგეგმარების პროფესიონალებს, რომელთა ხმასაც დღეს ძალიან ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ.
tbl.ge/fmf
დაკოპირდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის შესახებ.
ამავე თემაზე
- კალაძე: ასეთი უხვი ნალექი ბოლოს როდის იყო თბილისში, მე ნამდვილად არ მახსოვს
- ხაბეიშვილი: სანიაღვრე სისტემა ვერ ატარებს, იმიტომ რომ ყველგან კორპუსებს აკვეხებენ
- მძინარაშვილი: თბილისში კი არა, ლონდონშიც წვიმს
- "უხვმა ნალექმა ყველაზე დიდი პრობლემები გლდანის რაიონში შექმნა" – კალაძე
- ნარმანია: ვაკე- საბურთალოს გზაზე მოძრაობა სრულად სექტემბრის ბოლოსთვის აღდგება




