სტიქია თბილისში

ევროკავშირი საქართველოს თანაგრძნობას და მხარდაჭერას უცხადებს

ევროკავშირი საქართველოს სტიქიის გამო თანაგრძნობას და მხარდაჭერას უცხადებს.

„ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს საქართველოს ამ გაჭირვების ჟამს. ჩვენს ფიქრებში ვართ ამათთან, ვინც თბილისში წვიმებით გამოწვეულ სასიკვდილო წყალდიდობას ემსხვერპლა და დაზარალდა", - ნათქვამია ევროკავშირის სპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საკოორდინაციო ცენტრი მოვლენების განვითარებას აკვირდება. ბრიუსელს მუდმივი კავშირი აქვს საქართველოს ხელისუფლებასთან და მზად არის გაუწიოს ქვეყანას საჭირო დახმარება კატასტროფის შემდეგ, რომელმაც სერიოზულუ ზიანი მიაყენა დედაქალაქის ინფრასტრუქტურას და მისი ძირითადი სამსახურების საქმიანობას.

კომენტარები