სტიქია თბილისში

რუსეთის МЧС-ი საქართველოს დახმარებას სთავაზობს

discred.ru

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო მზად არის საქართველოში, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის, 100-ზე მეტი მაშველი და სპეციალური ტექნიკა გამოგზავნოს. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო ТАСС იუწყება.

შესაბამისი ოფიციალური მიმართვა რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ვლადიმირ პუჩკოვმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გაუგზავნა. უწყების წარმომადგენლის ცნობით, მინისტრმა მწუხარება გამოთქვა სტიქიის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო და წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციაში საქართველოს დახმარება შესთავაზა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, გამოფრენისთვის მზად არის Ил-76 ტიპის ორი თვითმფრინავი სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობით, ასევე საერთაშორისი კლასის 100-ზე მეტი გამოცდილი მაშველი.

ТАСС-ის ცნობთ, თბილისს ასევე დახმარებას სთავაზობს მოსკოვის ზოოპარკი, რომელიც მზადაა დროებით განათავსოს ცხოველები თბილისის ზოოპარკიდან, ან ქართველ კოლეგებს საკუთარი ცხოველები გადასცეს.

კომენტარები