სტიქია თბილისში

სტიქიის შედეგები თბილისში

12 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ადამიანი დაკარგულია და 20-ამდე პირი დაშავდა გუშინ 5 საათიანი გადაუღებელი წვიმის შემდეგ.

ძლიერმა წვიმის შედეგად წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. თბილისის რამდენიმე უბანში ინფრასტრუქტურა მთლიანად გაანადგურა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია თბილისის ზოოპარკი და სავალი გზები. თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, რომელთა დიდი ნაწილის ლიკვიდაცია მოხდა.

"ბოლო წუთის მონაცემებით გარდაცვლილთა რაოდენობა 12 ადამიანამდე გაიზარდა. ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის დაჭერილი ის ცხოველებიც, რომლებიც ზოოპარკიდან გაიქცნენ. ამიტომ მინდა მოსახლეობას ვთხოვო, თავი შეიკავონ ქალაქში მოძრაობისგან. მიმდინარეობს ზარალის დათვლაც", - ამის შესახებ თბილისი მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

კომენტარები