სტიქია თბილისში

სტიქიის შედეგად დაღუპული კიდევ ერთი ადამიანი იპოვეს

წყნეთი ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე კიდევ ერთი დაღუპული იპოვეს. მაშველების თქმით გარდაცვლილი 35 წლამდე ასაკის მამაკაცია. მანამდე ამ ტერიტორიაზე ერთი ქალი დაიღუპა.

წყნეთი ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა ისინი სხვადასხვა სახის მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე ამ დრომდე ხუთამდე ადამიანს ეძებენ.

გუშინ, 5-საათიანი ძლიერი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. სტიქიის გამო დაიტბორა სახლები, გზები, ათი ადამიანი დაიღუპა, 20-ამდე დაშავდა, რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება. გარდა ამისა, დაიტბორა თბილისის ზოოპარკი და მტაცებელი ცხოველები ქალაქში გაიქცნენ. ცხოველების ნაწილი მოკლეს, ნაწილი კი, დააძინეს და ზოოპარკში დააბრუნეს. მტაცებლების ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

კომენტარები