სტიქია თბილისში

ბაქრაძე: მოვუწოდებთ ხელისუფლებას ერთად ვიმუშაოთ ზიანის შესამსუბუქებლად

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მზად ვართ შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები და მოვუწოდებთ ხელისუფლებას ერთად ვიმუშაოთ თბილისელებისთვის ზიანის შესამსუბუქებლად - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მიუსამძიმრეს.

ბაქრაძის თქმით დაზარალებლთა დასახმარებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

„ვთავაზობთ ხელისუფლებას შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც იმუშავებს მერიასთან ერთად, სამაშველო სამსახურებთან ერთად. მე პირადად, როგორც ერთი რიგითი თბილისელი ჩემს თანამოაზრეებთან და თანაპარტიელებთან ერთად მზად ვარ ვიმუშაო ფიზიკურად და შევასრულო ნებისმიერი სამუშაო რომელსაც სამაშველო სამსახური ჩათვლის საჭიროდ" - განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები