ამ წუთებში პრემიერმინისტრი და მთავრობის წევრები ლეონიძის ქუჩაზე, კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე იმყოფებიან. პრემიერი ჩაუდგება სათავეში საგანგებო შტაბს, რომლის მუშაობასაც კოორდინაციას გაუწევს კრიზისების მართვის საბჭო.
პრემიერის განცხადებით, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრებს. მათ შორის, დაკარგული ადამიანების სწრაფად პოვნასა და ზარალის შესახებ.
შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ამ დროის ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი, დაკარგულია - 5.





