სტიქია თბილისში

პრემიერი: ვაკეთებთ ყველაფერს, რომ სამუშაოები დროულად და ეფექტურად ჩატარდეს

ირაკლი ღარიბაშვილი
რუსთავი 2

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თბილისში შექმნილი მდგომარეობის აღმოსაფხვრელად ამ დროისთვის ყველა სამაშველო სამსახური მუშაობს.

"საგანგებო შტაბში ყველა ჩართულია. მობილიზებულია სრულიად ყველა სამინისტრო, ყველა სამაშველო სამსახურია მობილიზებული. ხედავთ, რომ ვითარება არის საკმაოდ რთული, ასეთი ვითარება არ ყოფილა თბილისში. ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ სამუშაოები მაქსიმალურად დროულად და ეფექტურად ჩატარდეს", - თქვა ღარიბაშვილმა.

კომენტარები