მკვლელობა

ლაგოდეხში 75 წლის მამაკაცმა თანასოფლელი მოკლა

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანში 75 წლის მამაკაცმა თანასოფლელი მოკლა და კიდევ ორი ადამიანი დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ივანე ყ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე, მკვლელობიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა მამა-შვილი – 1940 წელს დაბადებული ბუდუ ს, 1961 წელს დაბადებული ლევან ს. და მეზობელი – 1969 წელს დაბადებული შენგელი ყ.მიყენებული ჭრილობის შედეგად ბუდუ ს. საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, ხოლო ლევან ს-ს და შენგელი ყ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

ნივთმტკიცებად სანადირო თოფია ამოღებული, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

კომენტარები