უზენაესი სასამართლო

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს ორი ახალი მოსამართლე დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს ორი ახალი მოსამართლე დაამტკიცა. მზია თოდუამ და ეკატერინე გასიტაშვილმა პარლამენტის წინაშე ფიცი დღესვე დადეს. პარლამენტს მხარდაჭერისთვის მადლობა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ გადაუხადა.

„ეს კანდიდატურები პრეზიდენტმა შეარჩია პროფესიონალიზმის, მიუკერძოებლობის და დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის პრინციპით. შესაბამისად, ჩვენ ველოდით პარლამენტის მხარდაჭერას“, - განაცხადა კვერენჩხილაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატები პარლამენტს პრეზიდენტმა წარუდგინა.

კომენტარები