აფეთქება ეგვიპტეში

კარნაკის სატაძრო კომპლექსთან მომხდარი აფეთქების შედეგად 4 პირი დაშავდა

BBC

ეგვიპტეში, კარნაკის სატაძრო კომპლექსთან, ლუქსორში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ეგვიპტის პოლიციის ცნობით, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ლოკაციას სამი საეჭვო პირი მიუახლოვდა. როდესაც პოლიციამ მათი შეჩერება სცადა, ერთ-ერთმა მათგანმა, რომელსაც ასაფეთქებლი ქამარი ეკეთა, თავის აფეთქება მაინც მოახერხა. პოლიციასთან შეტაკების შედეგად მეორე ტერორისტი დაიღუპა, ხოლო მესამე დააპატიმრეს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.

 

კომენტარები