აფეთქება ეგვიპტეში

ეგვიპტეში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 31-ს მიაღწია

BBC

ეგვიპტეში მომხდარი აფეთქების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით დაღუპულთა რაოდენობამ 31-ს მიაღწია. აფეთქება ქალაქ ტანტაში ქრისტიანულ ეკლესიაში მოხდა. ეკლესიაში ბზობის აღსანიშნავი წირვა მიმდინარეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა სკამის ქვეშ იყო დამონტაჟებული მთავარ სამლოცველო დარბაზში, თუმცა მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა.

ეკლესიაში მომხდარი აფეთქების შემდეგ ეგვიპტეში მეორე აფეთქებაც მოხდა ქალაქის პოლიციელთა საწვრთნელ ცენტრში. ამ აფეთქების შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით, ერთი პოლიციელი დაიღუპა, 16 კი დაშავდა.

კომენტარები