აფეთქება ეგვიპტეში

ეგვიპტეში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

EPA

ეგვიპტეში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. დღეს მომხდარმა ორმა ტერაქტმა სულ მცირე 42 ადამიანი იმსხვერპლა.

ალექსანდრიაში, წმინდა მარკოზის კოპტურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან მომხდარი აფეთქების დროს, 13 ადამიანი დაიღუპა. ხოლო ტანტაში, წმინდა გიორგის კოპტურ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მომხდარი ტერაქტის დროს - 24 ადამიანი.

ალექსანდრიაში დაღუპულთა შორის, ოთხი პოლიციელია. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციელებმა თვითმკვლელი ტერორისტი ეკლესიაში შესვლის დროს შეაჩერეს, მან თავი სწორედ მაშინ აიფეთქა.

კომენტარები