აფეთქება ეგვიპტეში

ეგვიპტეში მომხდარი აფეთქებების შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

kvira.ge

ეგვიპტეში საქართველოს საკონსულოს ინფორმაციით, ალექსანდრიასა და ტანტაში მომხდარი აფეთქებების შედეგად უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ დაშავებულან. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოქმედებს 24-საათიანი ცხელი ხაზი: 01011088844. უწყება აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით ცხელ ხაზზე საქართველოს მოქალაქეების ზარი არ დაფიქსირებულა.

აფეთქებები დღეს ეგვიპტის ორ ქალაქში მოხდა. ერთი აფეთქება ქალაქ ტანტაში ქრისტიანულ ეკლესიაში მოხდა. ეკლესიაში ბზობის აღსანიშნავი წირვა მიმდინარეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა სკამის ქვეშ იყო დამონტაჟებული მთავარ სამლოცველო დარბაზში, თუმცა მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა.

მეორე აფეთქება კი, ეგვიპტეში პოლიციელთა საწვრთნელ ცენტრში მოხდა, რასაც ერთი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა, 16 კი - დაშავდა.

კომენტარები