საქართველოს პარლამენტი

პლენარული სხდომის დასაწყებად, დეპუტატები რეგისტრაციას მეოთხედ გაივლიან

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის პლენარული სხდომის გახსნის მიზნით, რეგისტრაციის მეოთხე პროცედურა 16:00 საათზე ჩატარდება. რიგით მესამე რეგისტრაცია მხოლოდ 72 დეპუტატმა გაიარა, რაც სხდომის გახსნისთვის საკმარისი რაოდენობა არ არის.

პარლამენტში იმყოფებიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკარტების წარმომადგენლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გადიან. ამ ფორმით ენმ პროტესტს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით გამოხატავს.

"თქვენ ალბათ ხედავთ, რომ უმრავლესობის დისფუნქციონირების გამო, პარლამენტი პრაქტიკურად დისფუნქციურია. მეორე კენჭისყრისას კვორუმი არ არის. ჩვენ არც პირველ და არც მეორე ჯერზე რეგისტრაცია არ გავიარეთ. ამის მიზეზია ის, რომ სერიოზულ საკითხებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას, კერძოდ, საარჩევნო საკითხებზე მსჯელობა არ მიმდინარეობს", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა. 

თავისუფალი დემოკრატები კი, საარჩევნო საკითხებთან ერთად, ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებულ პროცესს აპროტესტებს. ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, რომ ფრაქციის წევრები დღეს პარლამენტში რეგისტრაციას არ გაივლიან.

კომენტარები