მკვლელობა

განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შსს

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1961 წელს დაბადებული მალხაზ ჯ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, 2015 წლის 1 ივნისს, ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მის დროებით მფლობელობაში არსებულ ავტოფარეხში, შურისძიების მიზნით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1970 წელს დაბადებულ გიორგი ბ-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი ავტოფარეხშივე დამარხა.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 ივნისს თბილისში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - "ნაგანის" სისტემის რევოლვერი ნივთმტკიცებად ამოღებულია. სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს სხვადასხვა დასახელების იარაღი და საბრძოლო მასალა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლის იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით).

კომენტარები